გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „იუტა ჯაზთან“ 111:119 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12:25 წუთი გაატარა და 13 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
55 მატჩის შემდეგ „ინდიანა“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩს „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართავს.