დღეს Copa del Rey-ს ფინალში, ბასკურ-კატალონიურ დაპირისპირებას ვიხილავთ. სამეფო თასის ფინალში აღნიშნული გუნდები ერთმანეთს მეცხრედ შეხვდებიან. გასული რვა ურთიერთფინალიდან, 2 -ჯერ ბასკებმა იმარჯვეს, ხოლო 6-ჯერ კატალონიელებმა.
„ბარსელონას“ Copa del Rey- ს თასი ყველაზე მეტჯერ, 30-ჯერ აქვს მოპოვებული, ამ კუთხით მეორე კი სწორედ ბასკური კლუბია, რომელმაც ტიტული 23-ჯერ მოიპოვა. აღსანიშნავია რომ ბილბაოს „ატლეტიკი“, ორი კვირის ინტერვალში ტურნირის ზედიზედ მეორე ფინალს ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ გასული სეზონის ფინალში ბილბაო , ასევე ბასკურ, „რეალ სოსიედადთან“ ერთად გავიდა, თუმცა პანდემიის გამო ფინალი წინა სეზონში ვერ შედგა, რის გამოც უკვე წელს 3 აპრილს ჩატარდა.
იმ შეხვედრაში „ატლეტიკი“ მინიმალურის სხვაობით 1-0 დამარცხდა და სამეფო თასი დათმო. კატალონიის „ბარსელონას“ კრიზისი კი ისევ გრძელდება. რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ფრანგულმა „პარი სენტ ჟერმენმა“ გამოთიშა. ბლაუგრანამ ასევე დათმო სეზონის ორივე ელ კლასიკო და „ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში, მადრიდის „რეალს“ 1 ხოლო მადრიდის „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩება.
დღევანდელი ფინალი ლურჯ-ბროწეულისფრებისთვის კარგი შანსია ხასიათის გამოსაკეთებლად. შეხვედრა საქართველოს დროით: 23:30-ზე დაიწყება.