როგორ ვუყიდოთ გია ბარამიძეს პალტო?

როგორ ვუყიდოთ გია ბარამიძეს პალტო?

მიხეილ სააკაშვილმა ამდენი ურთიერთბრალდებების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილი ტელედებატებში გამოიწვია. სოციალისტთა ლიდერმა იუარა, ვინაიდან იგი პარტიის თავმჯდომარეა და იმ დონეს არ შეესაბამება, სააკაშვილთან პირდაპირ ეთერში რომ დაჯდეს. „იცის, რომ ჩემს შემოტევებს ვერ გაუძლებს“, - თავის მხრივ განმარტავს სააკაშვილი.

რჩეულიშვილების თქმით, ბარამიძე-რჩეულიშვილის პროცესზე სააკაშვილი სასამართლოს წინ იდგა და ამით მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა. სააკაშვილი კი ამბობს, ზეწოლა რომ მსურდეს, ჩემი თანამდებობის კაცს შენობის წინ დგომა არ დამჭირდებოდა და ყველაფერს ერთი სატელეფონო ზარი გადაწყვეტდაო.

რაც შეეხება ბარამიძისადმი წაყენებულ ბრალდებას, სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე მთელ საქართველოს შეაცოდა, - ბარამიძემ ზამთარში პალტოც ვერ იყიდაო.