ლუკა მოდრიჩი „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება

ლუკა მოდრიჩი „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება

ლუკა მოდრიჩი „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩება.

35 წლის ხორვატი ნახევარმცველი, სამეფო კლუბის ხელმძღვანელებთან, კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებებს ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა და საბოლოოდ ის ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

„რეალში“ ასპარეზობის ცხრაწლიან პერიოდში მოდრიჩმა 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ კი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2018 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. „ბლანკოსში“ ყველა ტურნირზე გამართულ 283 მატჩში, ხორვატი ნახევარმცველის ანგარიშზე 26 გოლი და 61 საგოლე გადაცემაა.