შეზღუდვების დაგეგმვა დაწყებულია - მინისტრმა პირველი სფერო დაასახელა, საიდანაც შესაძლოა, ჩაკეტვა დაიწყოს

შეზღუდვების დაგეგმვა დაწყებულია - მინისტრმა პირველი სფერო დაასახელა, საიდანაც შესაძლოა, ჩაკეტვა დაიწყოს

ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნე სივრცეები, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აკეთებს.

მისივე თქმით, ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს.

"დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე, ლოქდაუნზე, დახურვებზე. ამ ეტაპოზე ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ჩვენი სურვილია ეფექტური მართვის პირობეში, არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება.

ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს ქვეყნისთვის წარმოადგენს სარესტორნე სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება პირობების დაცვა, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა. სხვა სექტორზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება ამ ეტაპზე. ამ ეტაპისთვის განიხილება ყველაზე მაღალი რისკის მქონედ ის დაწესებულებები სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები. მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა. შევეცდებით გავყოთ სარესტორნე ბიზნესი - კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ, ჩვენ გამოვავლენთ, რომელი სექტორის მხრიდან არის დარღვევები და ინდივიდუალურად მივუდგებით, შემდეგ ინფექციის მაჩვენებელი გვაჩვენებს და დამატებით ვიმსჯელებთ. რისკი იმისა, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს, ძალიან მაღალია", - განაცხადა ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "დღის თემა".