ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ უმასპინძლა და სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბოლო პერიოდი ინდიანაპოლისელებმა 8 ქულით დათმეს და საბოლოოდ 115:126 წააგეს.
ქართველ ცენტრს ბოლო პერიოდში წარმატებული თამაშები ჰქონდა, მაგრამ ამჯერად გოგამ თავი ვერაფრით გამოიჩინა. ბითაძემ 11:18 წუთი ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, შედეგად მატჩი უქულოდ დაასრულა.
„ინდიანაში“ საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 29 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო „კლიპერსში“ პოლ ჯორჯის ანგარიშზე 36 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი გახლდათ.
„ინდიანა პეისერსი“ 25 გამარჯვებით და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 აპრილს, „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს.