“ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს - იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებსა და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს

“ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს - იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებსა და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს

ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები პარლამენტს გარეთ პოლიტიკას მხარს არ უჭერს - არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას! - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ეს სიგნალი და მოწოდება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმძღვანელო უნდა აღმოჩნდეს.

თალაკვაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზაობა ყველა საკითხზე, რაც ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში დაისვა.

“დენიელსონის მოდერაციით გამართულ დიალოგზე ჩვენ მკაფიოდ ვთვქით, რომ მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დავასრულოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა არსებობს! იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს. სახეზეა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ქვეყანაშიც სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.