კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე და წავლენ რთულ კომპრომისზე

კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე და წავლენ რთულ კომპრომისზე

მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმებისთვის ძალიან მალე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი.

„ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს - კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობის და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის“, - განაცხადა დეგნანმა.

amo ქ-ნო კელი თქვენ აგენტურა (ზოგი ბრიყვი) და კომპრომისი?
3 წლის უკან
amo ქ-ნო კელი აგენტურა (ზოგი ბრიყვი) და კომპრომისი?
3 წლის უკან