- სადაა სამხედრო ჰოსპიტალისთვის განკუთვნილი ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მიერ დაპირებული 800 ათასი დოლარის დახმარება?
ეს კითხვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ, მისთვის ჩვეული დელიკატურობით, საჯაროდ ჰკითხა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს ეშტონ კარტერს.
ეშტონ კარტერი შოკირებული დარჩა.
- ამ დახმარებით დატვირთული გემი კარგა ხანია ფოთში შემოვიდა - განაცხადა მან, ამიტომაც ქართველმა სამხედროებმა ჩამოტანილი აღჭურვილობა საკუთარ სახლში უნდა ეძებონ.