რამდენ აცრილ ადამიანს გამოუვლინდა საქართველოში გვერდითი მოვლენა. ამირან გამყრელიძის განმარტება

რამდენ აცრილ ადამიანს გამოუვლინდა საქართველოში გვერდითი მოვლენა. ამირან გამყრელიძის განმარტება

კორონავირუსზე 20 600-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან, საქართველოში გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი. დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებენ სამედიცინო დაწესებულებები, თუ ასეთი მოვლენა აღინუსხება. ამ დროისთვის, ოფიციალურად, აღნუსხულია 34 გვერდითი მოვლენა. მათგან, 7 უფრო მძიმე იყო, დანარჩენი - შედარებით, ნაკლებად მძიმე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი, გუშინ 928 ადამიანი აიცრა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში კი საშუალო რაოდენობა 1200-ის ფარგლებშია.