ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, კოდუა მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობისთვისაა დაკავებული.