რა არის იშვიათი თრომბოზები და ვინ არის რისკჯგუფში. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა არის იშვიათი თრომბოზები და ვინ არის რისკჯგუფში. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილის“ ეთერში სტუმრობისას განმარტა, რა არის იშვიათი თრომბოზები, რა კავშირშია ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან და ვინ არის რისკჯგუფში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად დიდ ბრიტანთში დაიწყო, შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთო. დანიასა და შემდეგ, ნორვეგიაში, შეამჩნიეს, რომ რამდენიმე ადამიანს განუვითარდა იშვიათი თრომბოზები, ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის [CVST] იშვიათი შემთხვევები.ზოგად პოპულაციაში, თრომბოზი ისედაც არსებობს. თრომბოზების რისკი მაღალია ქალბატონებში, რომლებიც კონტრაცეპტივებს იღებენ; ერთი მილიონიდან 500-დან 1 200 ქალბატონს აქვს. ასევე, მწეველებში - ერთი მილიონი მწეველიდან დაახლოებით, 18 ათასს აქვს თრომბის განვითარების რისკი და კოვიდის დროს, მილიონიდან 165 ათასს ანუ 16.5%-ს უვითარდება თრომბოზული დაავადება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.