მამალაძე მოსკოვში ვარშალომიძემ გააპარა

მამალაძე მოსკოვში ვარშალომიძემ გააპარა

ხმაურიანი დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში კვლავ გრძელდება. „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების მიზეზი რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში „რესპუბლიკელი“ მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. მურმან დუმბაძე აცხადებდა, რომ ასლან აბაშიძე იყო სეპარატისტი, თუმცა მეურვე.

რადიო „იმედის“ ეთერში დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადების აუდიოჩანაწერი უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გუშინ სხდომათა დარბაზში „საზეიმოდ“ მოასმენინეს.

მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა კახა მიქელაძემ დუმბაძე ამ განცხადების გამო აჭარის ყოფილ ლიდერთან ალიანსში დაადანაშაულა, ჟურნალისტებს კი „არაობიექტურად მოვლენების გაშუქების გამო მკაცრი შენიშვნები“ მისცა.

ფეხზე წამომდგარი უმრავლესობის განცხადებებს „რესპუბლიკელები“ მალევე გამოეხმაურნენ. მურმან დუმბაძემ ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლევან მამალაძის მფარველობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მამალაძე ბათუმიდან მოსკოვში სწორედ გურამ ვარშალომიძემ გააპარა.

 

 

 

 

petrekupry არადა ახლა მიქელაძც და დუმბაძეც ლევანა ვარშალომიძის ძმები არიან .... მიქელაძისგან რა გასაკვირია, მაგრამ მურმანამ ეტყობა დიდი კუში მოხია ....
3 წლის უკან