აშშ-ში 91 წლის პოლიციელი პენსიაზე გასვლას არ აპირებს

აშშ-ში 91 წლის პოლიციელი პენსიაზე გასვლას არ აპირებს

აშშ-ში, ქალაქ კემდენში 91 წლის პოლიციელი მუშაობს, რომელიც პენსიაზე გასვლას არ აპირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ელ სი სმიტი სამართალდამცავ ორგანოებში უკვე 56 წელია მუშაობს. მაისში ის 92 წლის გახდება, მაგრამ სამსახურისთვის თავის დანებებას მხოლოდ მაშინ აპირებს, „როცა ამას უფალი ეტყვის“.

სმიტი კემდენის შერიფის თანაშემწედ 46 წელი მუშაობდა, როცა პენსიაზე გავიდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიხვდა, რომ სამსახურის გარეშე არ შეუძლია და მუშაობა გააგრძელა.

ახლა სმიტი კვირაში 4 დღის განმავლობაში მუშაობს. ის სამეზობლოს გუშაგების საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული და სხვადასხვა გამოძახებაზე დადის.

ქალაქის პოლიციის საჯარო ურთიერთობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ სმიტი კემდენში ძალიან უყვართ. ადგილობრივები იხსენებენ, რომ რამდენიმე წლის წინ, დიდთოვლობის დროს, სმიტმა თავისი ავტომობილის დაქოქვა ვერ მოახერხა, მაგრამ სამსახურის გაცდენა არ უნდოდა და განყოფილებაში ფეხით მივიდა.