ლუბა ელიაშვილი - „სააკაშვილის დახატვას არ ვაპირებ“

ლუბა ელიაშვილი - „სააკაშვილის დახატვას არ ვაპირებ“

(იბეჭდება შემოკლებით)

ლუბა ელიაშვილი (ჟურნალისტი):

„სააკაშვილის დახატვა კი არა, ნეტავ, საერთოდ არ ვხედავდე ამ ადამიანს.

ვინმეს დახატვის სურვილი რომ გამიჩნდეს, ძალიან უნდა მიყვარდეს.

სააკაშვილი ფერად შუშაში გვახედებს და გვაიძულებს, შავბნელი მომავალი ვარდისფრად დავინახოთ.

არა მგონია, დღეს ვინმეს კიდევ სჯეროდეს მისი, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც მისი წყალობით და ხელდასმით გამდიდრდნენ.

კარგი მხატვარი რომ ვიყო, სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავხატავდი, თუ დიდ ფულს გადამიხდიდა.

ამომავალი მზის ფონზე კი, უსასყიდლოდ მათ ხატონ, ვისაც გულწრფელად სჯერა მისი და მისით ჭამს პურს“.