„ოპოზიციას გამარჯვება თუ შეუძლია, ევროკავშირის ჩართულობით, საარჩევნო რეფომა გაატაროს, „ოცნებას“ ეს ცვლილებები დაათმობინოს და დაამარცხოს“

„ოპოზიციას გამარჯვება თუ შეუძლია, ევროკავშირის ჩართულობით, საარჩევნო რეფომა გაატაროს, „ოცნებას“ ეს ცვლილებები დაათმობინოს და დაამარცხოს“

ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი 15 მაისს ფართომასშტაბიანი აქციებს გეგმავს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ორივე მხარე გეგმებს სხვადასხვა მიმართულებით სახავს: ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მომავალი კვირიდან რეგიონებში გავლენ და ხალხს დაელაპარაკებიან. ოპოზიცია კი ამბობს, რომ „ოცნება“ ამას ყურადღების მთავარი საკითხიდან გადატანის მიზნით აკეთებს. მათი გეგმაა, რომ რიგგარეშე არჩევნების და ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მეორეხარისხოვანი გახადონ, რაზეც

ხელისუფლება პასუხობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი არც თვითმმართველობის არჩევნები და არც მოლაპარაკებებია, ისინი მხოლოდ ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებებით არიან დაკავებულები და ყველანაირად ცდილობენ, საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედონ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 3 აპრილს, 15 მაისის აქციას, ოპოზიცია თითქმის 2 საათის განმავლობაში გეგმავდა. შეიქმნა 15 მაისის შტაბი, რომელიც შეკრებისთვის ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს. ხელისუფლების ოპონენტების გათვლით, აქციები მმართველ გუნდზე წნეხს გააძლიერებს, ამიტომ საკუთარ მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, თუმცა, იქამდე ლიდერები რეგიონებში გასვლასა და ამომრჩეველთან შეხვედრებს აპირებენ.

ოპოზიციამ გადაწყვიტა წნეხი ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევითაც გააძლიეროს. პარტიები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე წერილს სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნიან, მოთხოვნა ერთია - სანქციები მხოლოდ „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ლიდერებისთვის.

“ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას ჩაშლილ მოლაპარაკებაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ზურაბ ჯაფარიძემ თანამოაზრეებს კრისტიან დენიელსონის შუამავლობით გამართული დიალოგის დეტალები გააცნო - ისაუბრეს იმ მიზეზებზეც, რის გამოც შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგა.

სწორედ იმ დროს, როცა ოპოზიცია საკუთარ გეგმებს აწყობდა, უმრავლესობა პოლიტსაბჭოს სხდომაზე თათბირობდა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც და რეგიონების ჭრილში გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, რასაც შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუმცა სხვა პრიორიტეტული საკითხებიც იქნება – რეგიონალური გამოწვევები. თითქმის ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით არაფერს გეგმავს. დეკანოიძე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების და ე.წ. პოლიტპატიმრების ბედი კვლავ გადასაწყვეტია. ამიტომაც მათი დღის წესრიგი, პირველ რიგში, ამ საკითხის მოგვარებას ეთმობა და მათთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილობრივი არჩევნები არ არის. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ტყუილ სამზადისშია, რადგან ის ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული გახდება, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და მათი განცხადებები მხოლოდ დადგმული ფარსია, რომელიც გარკვეულ მიზნებს ემსახურება.

„ამ ეტაპზე ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ 15 მაისის აქციისთვის ემზადება. ყველაფერი მაინც ამ აქციაზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, ბევრი ხალხი თუ მოვა, შესაძლოა სიტუაცია სრულიად სხვაგვარად განვითარდეს. ჯერჯერობით ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ზედმეტია, როცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება კვლავ დღის წესრიგშია. ოპოზიციაში ვფიქრობთ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მოვლენების განვითარებას ველოდებით. ვერ გეტყვით „ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია რატომ გამოაცხადა, ჩამოშლის პირას იმყოფებიან. ამიტომ სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი რის გამოც მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას და თავისი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობენ. ერთი, რაც მწამს ის არის, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება. რაც არ უნდა „ოცნება“ გაჯიუტდეს, მათ უბრალოდ სხვა გზა არა აქვთ“, - ამბობს დეკანოიძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს, ნამდვილად სწორი და გამართლებულია. ის ოპოზიციასაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ გამარჯვება შეუძლიათ, ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებში დაამარცხონ. ამის პარალელურად კი ევროკავშირის ჩართულობით, საარჩევნო რეფომა გაატარონ. „ოცნებას“ ეს ცვლილებები დაათმობინონ. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირია ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების ასე რატომ ეშინია, რადგან სწორედ ამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ ბევრის თქმის საშუალება ექნებათ.

„კი ბატონო, „ოცნებამ“ ამით გამოაცხადა, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი დასრულდა და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება თავადაც დაიწყონ. ერთადერთი შანსი დენიელსონის უკან დასაბრუნებლად იქნება, ოპოზიციამ უთხრას, რომ რადგან ამ ხელისუფლებიდან არაფერი გამოდის, ამიტომ ადგილობრივ არჩევნებზე მიდიან, ხოლო სერიოზული ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში სჭირდებათ. დენიელსონის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ და წარმოადგინონ გეგმა, როგორ ხედავენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის უნიკალური შანსი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ქვეყნის სასიკეთოდ ბევრი რამ დაათმობინონ. თუ ევროპას და ამერიკას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში ჩავრთავთ, ოპოზიციას საშუალება ექნება, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვონ. დენიელსონმა ხელისუფლებას უნიკალური რაღაცები დაათმობინა და ოპოზიციაც უნდა ეცადოს, რომ ადგილობრივ არჩევნებშიც მეტი რეფორმა გაატარებინოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ ასეთი ვაჟკაცია, ეს ადგილობრივ არჩევნებში დაამტკიცოს. აჩვენოს ხალხსაც და ჩვენს პარტნიორებსაც, რა შეუძლიათ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა შევარდნაძის ხელისუფლების შერყევა საკრებულოს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. ამიტომაც მისთვის გაუგებარია ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას რატომ არ იწყებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველს და სრულიად საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის საქმის კეთებას იწყებს, ოპოზიცია კი ისევ რიგგარეშე არჩევნებზე ეჭიდავება, რომელიც მოსახლეობას არც არაფერში სჭირდება.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ სერიოზული პოლიტკური ძალა რამდენიმე დღით ადრე, რა თქმა უნდა, აუცილებლად ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს და ამაში გასაკვირი არაფერია. „ოცნებას“ ჯერ თავისი კანდიდატები არ დაუსახელებია და დროთა განმავლობაში გამოჩნდება, ვინ იქნებიან მისი რჩეულები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, მათი მხრიდან პოლიტიკურ ქმედებებს და ლოგიკას უკვე აზრი აქვს დაკარგული. ისინი არათუ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებიან, არამედ საერთოდ არ აპირებენ ევროკავშირის მიერ წარმოებულ მედიაციაში ჩაერთონ. მისი თქმით, ოპოზიცია უკვე ღიად ამბობს, რომ ისინი ამ დოკუმენტს გინდაც ხელისუფლებამ ხელი მოაწეროს, თავად მაინც არ მოაწერენ. ამიტომ თუ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებას არ დაიწყებს, მათი მდგომარეობა, როგორც საზოგადოების, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალში კიდევ უფრო დამძიმდება.

„გვახსოვს ხან სააკაშვილის ადმინისტრირებული დაბრუნება მოითხოვეს, ხან 15 მაისის აქცია დააანონსეს. ოპოზიციას დესტრუქციული მოთხოვნები არ ელევათ და გონიათ ამ ქცევით ფონს გავლენ. „ნაციოანლურ მოძრაბას“ ასეთი პროვოკაციური ქმედებები ამომრჩეველს უფრო უკარგავს. ამიტომ მთელი ორი თვის რესურს მხოლოდ იმაზე დაკარგავენ, რომ 15 მაისს თბილისის ცენტრში მოსახლეობის მაქსიმუმს, რამდენიმე ათას კაცს რეგიონებიდან, მხოლოდ ერთი დღით გამოიყვანენ, რადგან შემდეგ ამ ხალხის შენარჩუნება გაუჭირდებათ. გასაგებია ვიღაცას გულწრფელი პროტესტი აქვს, მაგრამ ნაციონალები ვერაფერს გააკეთებენ და ისევ, სასტვენებით პარლამენტის გარშემო სირბილი იქნება. მერე, ალბათ, 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამის აღსანიშნავად შეიკრიბებიან და ამით მორჩება. მათ სხვა მეტი რესურსი არა აქვთ. ამიტომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და მზადებას არ დაიწყებს, ეს მათთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასი იქნება. ესაა კატასტროფა, რომელიც ოპოზიციის საბოლოოდ განადგურებას გამოიწვევს. ისინი, როგორც საზოგადოების, ასევე დასავლეთის თვალში ყველანაირ ავტორიტეტს დაკარგავენ და საბოლოოდ დეგრადირდებიან“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

 

 

tngh რა ლამაზი კარვებია... "ნაც-ოპოზიციის" შესაფერისი.
1 კვირის უკან
tngh რა ლამაზი კარვებია... "ნაც-ოპოზიციის" შესაფერისი.
1 კვირის უკან
tngh რა ლამაზი კარვებია... "ნაც-ოპოზიციის" შესაფერისი.
1 კვირის უკან