„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს საშინელება, რომელიც ქვეყანას თავზე ატყდება, ეროვნული ბანკის ბრალია“

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს საშინელება, რომელიც ქვეყანას თავზე ატყდება, ეროვნული ბანკის ბრალია“

საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად გაძვირებული საკვები პროდუქტი ხვდება. მაგალითად, 1 ლიტრა ზეთი თუ წინა კვირას 6 ლარი ღირდა, დღეს მისი შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი. შაქარში თუ 1.9 თეთრს იხდიდით, ახლა 2.70 თეთრად იყიდით. ამის გარდა თითქმის ყველა საკვებ პროდუქტზე თუ ჰიგიენურ საშუალებებზე ფასი გაორმაგებული და გასამმაგებულია. ამას ემატება ისიც, რომ ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ასეთი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც for.ge-თვის ცნობილი გახდა, თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც დატოვებს.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი საკვებ პროდუქტზე ფასების მატებას უშუალოდ ლარის გაუფასურებას უკავშირებს.

„საკვები პროდუქტზე ფასების მომატება, ცხადია, დოლარის გაძვირებამ გამოიწვია. საერთოდ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ფულის მასის ზრდას იწვევს, როდესაც ეროვნულ ვალუტას ბევრს მოჭრიან ხოლმე. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია, რადგან ხალხში ბევრი ეროვნული ფული ჩნდება. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში ხალხს ფული არ აქვს. წარმოიდგინეთ, ხალხს ბევრი ფული რომ ჰქონდეს და ბევრ საკვებს ყიდულობდეს, მაშინ შეიძლება გამყიდველს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ მოდი, პროდუქტს გავაძვირებო, თუმცა ჩვენთან ასე არ ხდება. საქართველოში სულ სხვა მექანიზმია, ანუ, ჩვენთან ფული კი იჭრება, მაგრამ ეს ფული ხალხთან არ მიდის. ეს ფული მხოლოდ ბანკებში მიდის. როდესაც ეროვნული ბანკი ზედმეტ ფულს ჭრის და ბანკებს აძლევს, ბანკები დოლარის საყიდლად გარბიან. ამიტომ დოლარი ძვირდება. ასევე ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია და ამ დროს დოლარი გაძვირდა, იმპორტიორმა რა ქნას ასეთ დროს? საქონელი ხომ უნდა იყიდოს და ახალი პარტია, რომ შეიძინოს მას პროდუქტის გაძვირება უწევს. ასე რომ პროდუქტს აძვირებს ეროვნული ბანკი, აძვირებს ხელისუფლების ჩუმი თანხმობით. თქვენ ჟურალისტები საუბრობთ ხოლმე, რომ ეროვნულმა ბანკმა თუ როგორ ვერ შეძლო ლარის დასტაბილურება. განა ვერ შეძლო, არამედ თავად გამოიწვია ეს ყველაფერი“, - განუცხადა for.ge-ს სოსო სიმონიშვილმა.

ექსპერტი გამოსავალს ხედავს იმაში, რომ მოკლე რეფინანსირების სესხები გაუქმდეს და ასევე სახელმწიფომ ტენდერებზე რეგულაციები დააწესოს.

„ტყუილსა და სისულელეს ვერ გეტყვით, რომ სახელმწიფომ კონტროლი უნდა გააძლიეროს და ა.შ. კონტროლი ისეა გაძლიერებული, რომ მეტიც არ შეიძლება. ხალხი მკაცრად რასაც თხოულობს, იმასაც ვერ იღებს და რასაც არ მოითხოვს, იმას ვინ მისცემს. თუ მოსახლეობა დარჩა ამ პოზიციაზე, რომ ეკონომიკური მოთხოვნებით ხელისუფლება არ უნდა შეაწუხოს, მაშინ ხელისუფლება ასე საქმიანობას განაგრძობს. რაც შეეხება ეკონომიკურ მექანიზმებს, ყველაზე ცუდია სესხების რეფინანსირება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიგონა. რეფინანსირებული სესხები იმიტომ გააკეთეს, რომ თითქოს ფულის მასას არ ზრდის, რადგან მოკლევადიანია, მაგრამ სინამდვილეში მოკლევადიანი არაა, ეს წლობით გრძელდება. ასე არ მოხდებოდა, ეს ფული ხალხში რომ ვრცელდებოდეს, მაგრამ ვრცელდება ისევ და ისევ ბანკებში. როდესაც 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვფიქრობდი, რომ ამ რეფინანსებას გააუქმებდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მეორე რიგში სახელმწიფო ტენდერებზე რეგულაციებს დავაწესებდი. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლებიც შესყიდვებს ახორციელებენ, ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებმაც ლარი დიდი ოდენობით უნდა მიიღონ. ანუ, ბიუჯეტის ფული ისევ და ისევ სავალუტო ბირჟაზე გარბის დოლარის შესასყიდად. გამოდის, რომ ბიუჯეტიც იწვევს დოლარის გაძვირებას და ლარის გაუფასურებას. ამას ყველაფერს მთავრობა აკეთებს“, - გვითხრა სოსო სიმონიშვილმა.

ექსპერტის თქმით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც თანამდებობა უნდა დატოვონ.

„მარტო ეკონომიკის მინისტრი კი არა, საერთოდ მთავრობა უნდა გადადგეს. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს საშინელება, რომელიც ქვეყანას თავზე ატყდება, ეროვნული ბანკის ბრალია, მაგრამ ამას არ გააკეთებენ. ვიდრე ხალხი ყურებს არ გამოიბერტყავს და მოსახლეობა მკაცრად არ მოითხოვს, რომ ეკონომიკა დასტაბილურდეს, მანამდე ქვეყანას არ ეშველება. მარტო ის პრობლემა კი არ არის, რომ პროდუქტი გაძვირდა, არამედ ისიც, რომ ადგილობრივი პროდუქტს ბაზრიდან გამორეცხავს. უმუშევრობა იზრდება და ქვეყანა სრულიად დაღუპვისკენ მიექანება. მარტო ეს მანკიერი რეფინანსირება რომ ამოიღონ, 2 თვეში ქვეყანასა და ხალხს დაეტყობა, ფასებს დაეტყობა, სამუშაო ადგილები გაჩნდება. სხვა საკითხია გამყარდება თუ არა ლარი. ლარი ყოველთვის მყარი ვერ იქნება. ლარი მყარი იქამდე ვერ იქნება, ვიდრე იმპორტი და ექსპორტი ერთმანეთს არ დააბალანსებს. ანუ, ფასით სანამ არ დააფინანსებს. თუ სიტყვაზე, 10 მილირდ დოლარის საქონელის იმპორტი ხდება, ასევე 10 მილიარდის ექსპორტი უნდა მოხდეს. ეს არის დაბალანსება. ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ლარი დოლარის მიმართ არ გამყარდება“, - გვითხრა ექსპერტმა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუიტს ეკონომისტი, გიორგი პაპავა საკვებ პროდუქტებზე ფასის ზრდას კომუნალური გადასახადების, ნავთობზე ფასის გაზრდას და ლარის გაუფასურებას აბრალებს.

„ფინანსთა მინისტრის გადადგომას ფასების ზრდასთან ვერ დავაკავშირებ. ფასების ზრდა მისი პასუხისმგებლობა არ იყო. ქვეყანაში გაცილებით დიდი გამოწვევებია. ფინანსთა მინსტრს თავისი საქმეც ბევრი ჰქონდა - იგივე ბიუჯეტი. სამწუხაროდ, პროდუქტების გაძვირებაში ვერ გეტყვით, რა ფაქტორი მოქმედებს. ზოგადად, თებერვალთან შედარებით თუ შევხედავთ, შესაძლოა, პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების მომატებამ, რომელიც ნაწილობრივ სუბსიდირების დასრულებასაც უკავშირდება. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კომუნალურ გადასახადებს არ იხდიდა, ახლა უკვე უწევს გადახდა და თან კომუნალურების ფასიც გაიზარდა, ამან კი ინფლაცია გამოიწვია. მეორე მხრივ, ჩვენ კურსის გარკვეული გაუფასურების ტენდეცია გვაქვს, რაც ითარგმნება ფასის ზრდაში და ეს უფრო შეეხო იმპორტირებულ პროდუქტებს. ამას ნავთობის ფასის ზრდაც ემატება. ეს არის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ძირითადად ინფლაქციას იწვევს“, - გვითხრა გიორგი პაპავამ.

გიორგი პაპავა გამოსავალს მთავრობის უფრო აქტიურად ჩართულობაში ხედავს. მისივე მოსაზრებით სიტუაცია 1-2 თვეში ვერ გამოსწორდება.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწევა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ვფიქრობ, ამ მიმართულობით მთავრობა მეტად უნდა იყოს ჩართული. უნდა ითქვას, რომ ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი გაცვლითი კურსია. გაცვლითი კურსი თავის მხრივ დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ დოლარზე. ქვეყანაში საიდან შემოდის დოლარი? - შემოდის ტურიზმით, რომელიც აღდგენილი არაა და რომელიც უახლოეს მომავალში ვერ აღდგება. ეს ნაწილი ჩაკეტილი გვაქვს და ამ ნაწილის აღდგენას ვერ ვახერხებთ. მეორეა - ქვეყანაში საიდანაც უცხოური ვალუტა უნდა შემოვიდეს და ამავდროულად ეკონომიკური სტიმულირება უნდა მოხდეს, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ყველაფერი ეს უკავშირდება არაპროგნოზირებად გარემოს. ეს ჯაჭვური რეაქცია საბოლოოდ მიდის ინფლაციამდე.

ვითარება 1-2 თვეში ვერ გამოსწორდება. თუ ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ქეყნებმა ვაქცინაციის პროცესი განახორციელეს და 2021 წლის მეორე ნახევარში საჰაერო გზები გაიხსნა, ეს ეკონომიკურ აქტიობას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს, რომელიც კურსზეც დადებითად აისახება. მეორე მხრივ, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, უნდა დასრულდეს, ეს ხელს უშლის გარემოს პროგნოზირებას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. მოსახლეობასაც აქვს პასუხისმგებლობა და ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე უნდა გავიკეთოთ. ამ მიმართულებით ჩვენს წვლილს შევიტანთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯესობაში. ამით კი ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განუცხადა for.ge-ს გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, „საქსტატმა“ 2021 წლის თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14 %-ით, თევზეული 10.6 %-ით, პური და პურპროდუქტები 8.7 %-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი).

 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

petrekupry რა დონეზე კიდია გვენეტაძეს ლარის კურსი, გარანტირებული აქვს კიდევ რამდენიმე წელი.... სულ ფეისბუკზე ზის და გაჰყავს დრო ...
3 წლის უკან
trampi „ეროვნული ბანკის დაუსჯელობის სინდრომი გამყარებულია არა მარტო მისი დამოუკიდებლობით, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მფარველობით“

, ლია ელიავა, for.ge-სთან ინტერვიუში, ლარის გაუფასურების მთავარ ფაქტორად, ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას ასახელებს.

ლია ელიავა: მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარი იქნებოდა უმოწყალო ვარდნის პროცესში. ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ასეთი არასტაბილური ეკონომიკის პირობებში, მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის გატარება არის ღრმად არასწორი ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან. ანუ, ლარს ყოველთვის სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა სავალუტო ინტერვენციების სახით. ეროვნულ ბანკს ამისი ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ, ფულს ხარჯავს არამომჭირნეობით. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბაკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები, ეს იყო ფაქტობრივად, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალის ფულის ხარჯვა, ეს ფული შემოელია, თავის რეზერვებს კი ხელს ვერ კიდებს იმ მიზეზით, რომ მათი მეტი წილი აქვს დაბანდებული გარკვეული და გაურკვეველი წარმოშობის ფასიან ქაღალდებში, ფაქტობრივად, ეს ფული განიავებულია საზღვარგარეთ, ეს მაშინ როდესაც, ქვეყანას კატასტროფულად სჭირდება ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, ლარის მხარდაჭერა სავალუტო ინტერვენციების სახით.

ბოლო ორ წელიწადში ქვეყნიდან არის დიდძალი ფული გასული, სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი არ ითვლის კაპიტალის გადინების მაჩვენებელს, მაგრამ მისი დათვლა არის შესაძლებელი საგადასხდელო ბალანსის მეშვეობით, რომელსაც თვით ეროვნული ბანკი ადგენს.

- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც გააჩნია ეროვნულ ბანკს და ეს სინდრომი არის გამყარებული არა მარტო მისი დამოუკიდებლობით ქვეყნის მთავრობისგან, (ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში) არამედ, ეროვნული ბანკის მფარველობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც ეროვნული ბანკი სერიოზულ კრიტიკაზე აუცილებლად მოიწვევდა ხოლმე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს და აქებდნენ ეროვნული ბანკის საქმიანობას. ფაქტი არის მარტივი: ორგანული კანონით, ეროვნულ ბანკს ევალება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. სწორედ ფასების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. მარტო ეს შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლის საბაბი. მარტო ამაშიც არ არის საქმე, ერთხელ არ დამდგარა პარლამენტში საკითხი, (არადა, ეროვნული ბანკი არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე) რატომ ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობას. თუ ამ ხელმძღვანელობას არ შეუძლია, არ გააჩნია ცოდნა, არ გააჩნია კეთილი ნება, მაშინ, ალბათ, უნდა დადგეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გამოცვლის საკითხი ვადაზე ადრე. ძირითადად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ადანაშაულებენ მთავრობას და ეს არის პრინციპულად არასწორი პოზიცია ვინაიდან, ფინანსური სფერო, ფულად-საკრედიტო მონეტარული პოლიტიკა, არის როგორც ეკონომიკის სიჯანსაღის, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველი. მონეტარული პოლიტიკის ნაწილი არის სწორედ სავალუტო კურსი, და ფასების სტაბილურობა, რომელიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას რყევის დროს და აქ უკვე მთავრობაც უძლურია რაიმე გააკეთოს, როდესაც ეკონომიკა ინგრევა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


კითხვა ............................ მერედა რატომ მფარველობს ამ მამაძაღლებს?/
ოოოო.............................................აი სწორად მანდააა პასუხიც............................ვალში რომ ხარ და ისინი კიდევ ნევიჟუს აკეთებენ, ნევიჟუს უმიზნოდ ხომ არ გაააკეთებენ?....არა.......................... ზნაჩიტ რაც უფრო მეტად იქნება ჩვენი ქვეყანა მათზე დამოკიდებული და რაც უფრო ადვილად გვათამაშებენ
თავიაანთ ჭკვაზე იმათი ხეირი ისააა.
მერე გინდ დირექტორს დაგვინიშნავენ თავიააანთ ჭკვაზე და გინდ ოპოზიციას და გინდ კიდევ დამლაგებელს...

......................................................

“პრემიერ-მინისტრად ვინც არ უნდა მოვიდეს, ეროვნული ბანკი არის იურიდიულად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ემორჩილება რეალურად ფედერალურ სარეზერვო სისტემას. არაოფიციალურად ასეა. მისი მთავარი ფუნქცია ინფლაციაზე თვალყურის მიდევნებაა, გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. იმავდროულად ასევე ბევრი ფუნქცია აქვს ნაკისრი, რაც მისი პრეროგატივა არ უნდა იყოს. მაგალითად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, სადაზღვევო, მიკროსაფინანსო ბაზრების რეგულირება და სხვა. ახალი პრემიერი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სებ-ზე, თუმცა რაც შეუძლია მთავრობას ისაა, რომ პრობლემური სესხები ჩამოაწერონ მოქალაქეებს. ისედაც ასეულობით მილიონობით ლარის მოგებას ინარჩუნებენ ბანკები! რაიმე ბერკეტს ვერ ვხედავ, რომ ახალი პრემიერი სებ-ის საქმიანობაში ჩაერევა და ამით კურსი გამყარდება”, - ამბობს ნიკა შენგელია, რომლის აზრით, “ცხადია, ვერც ეკონომიკის გაშვება მიიჩნევა ლარისთვის შვებად”, - აღნიშნავს გამოცემა.



ამ დროს კი ხაზარაძე იძახის თავიდან 50 დოლარით დავიწყე ბანკის მშენებლობაო
50 დოლარით კი არა იმათი მოცემული ფულით დაიწყო და იმიტომაც ტანცაობს იმათ ჭკუაზე--------პატრონებსაც მილიონებს აძლევს და თვითონაც მილიონები რჩება...............სინამდვილეში ისინი არიან ყველაფრის დირექტორები. ეს პროსტა საქმის შემსრულებელია--ქართველი ხალხის გამყვლეფავი
3 წლის უკან