„წინასწარ ვინ იცოდა, რომ ეს ადამიანი მოფრინავდა, ისევ იმ ადამიანებმა ხომ არა, რომლებიც გავრილოვთან არიან დაკავშირებული?“

„წინასწარ ვინ იცოდა, რომ ეს ადამიანი მოფრინავდა, ისევ იმ ადამიანებმა ხომ არა, რომლებიც გავრილოვთან არიან დაკავშირებული?“

31 მარტს რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა, რასაც ქვეყანაში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს „ქართული ოცნების“ წევრი ლადო კახაძე For.ge-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულს პროცესს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, კრემლის დაკვეთით განხორციელდა.

„რუსეთი ყველა მიზეზს მისცემს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან აფილირებულ ყველა პარტიას, წინასწარ შეატყობინებს, „აქ ესენი მოდიან,“ „ახლა ეს იყვირეთ“, - ეს არის ქვეყნის სტაბილურობის შერყევის ერთადერთი გზა“, - ამბობს კახაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო „ვინოტელში“. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო „რუმსში“ წავიდნენ. სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში „რუმსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, პირველ მარტს გამთენიისას დატოვეს. პოზნერი „რია ნოვოსტთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას ჰქონდა საშვები მინიჭებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც“, – ამის შესახებ პირველ აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ვეროპული საბჭოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა და ამით ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც გიორგი კანდელკმა აღნიშნა, საზოგადოების აღშფოთება, რომელიც მისმა ვიზიტმა გამოიწვია, სამართლიანი იყო.

„ამან გამოიწვია სამართლიანი აღშფოთება საზოგადოების, მაშინ, როცა კეთილსინდესიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში. ეს ხალხი მიაცილა რესტორანში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა წინასწარ საშვების გაცემის და შეთანხმების გარეშე, ისევე, როგორც რესტორნის გახსნა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსსნება?!

ამავე დროს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ორი პიროვნების შესახებ, რომლებიც ამ დელეგაციაში იყვნენ და ესწრებოდა გუშინდელ ქეიფს. ეს არის მიხეილ კუსნეროვიჩი, რომელიც არის ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მედვედევის უახლოესი მეგობარი, უშუალოდ მასთან დაკავშირებული, მათ შორის აქტიურობდა მედვედევთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ასევე იყო დავით დავიდოვიჩი, რომელიც არის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი, მასთან აფილირებული პიროვნება.

პოზნერი არის ვეტერანი ვარსკვლავი ჯერ კიდევ საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის მანქანის. ბატონი პოზნერი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც იყო უშუალოდ დაკავშირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, „კაგებესთან“ და იგი სხვადასხვა ისტორიულ მომენტებში იცავდა საბჭოთა კავშრის და შემდეგ უკვე რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საშვების წინასწარ მინიჭების შესახებ კომენტირებისას ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ, როდესაც რაიმე მნიშვენლოვანი და გადაუდებელი ხდება, საშვების გაცემა ბუნებრივია.

„ქვეყნის შიგნით, რასაკვირველია, არსებობს შინაგანაწესი, რომლის დაცვა ყველას ევალება. როდესაც რაღაც ირღვევა და არის წინასწარი განცხადება, ატყობინებენ ცხელ ხაზს და უნდა შეუთანხმონ. გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანს ყოველთვის აქვს გარკვეულ ხელშეწყობა, რაც წინასწარ გაცხადებულია და თუ გამოუვალი მდგომარეობაა, რასაკვირველია ნებართვას იღებენ.

ზუსტად ვინ იცოდა წინასწარ, რომ ეს ადამიანი მოფრინავდა, ისევ იმ ადამიანებმა ხომ არა, რომლებიც გავრილოვთან არიან დაკავშირებული? - რუსეთი ამას სპეციალურად აკეთებს, რომ შიგნით საქართველოში მდგომარეობა დაიძაბოს და ეს ძალიან ცუდია. არ უნდა ავყვეთ ამას. რუსეთი ყოველთვის შეეცდება ქვეყნის შიგნით არსებული პრორუსული ძალები გააქტიუროს და ნუ ჩავეწერებით ამ სიაში.

არ გამოვა, რაც არ უნდა იხმაურონ, საქართველო მაინც მიდის ევროპასა და ევროატლანტიკური სივრცისკენ. როდესაც ქვეყანაში სტაბილურობის შერყევის მცდელობა ხდება, ამის წინაპირობა რუსეთში დაწერილი სცენარია. ჩვენი დაუძინებელი მტერია რუსეთი, მას თავისი კოლონა ჰყავს საქართველოში და როცა უნდა მაშინ აამუშავებს“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.