ვახტანგ კიკაბიძემ ივანიშვილის ფული აიღო და ანგარიში დახურა

ვახტანგ კიკაბიძემ ივანიშვილის ფული აიღო და ანგარიში დახურა

ქართულ მედიაში გამოქვეყნებული იმ ადამიანების სიაში, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად ერთგვარ ხელფასს უხდიდა, ბუბა კიკაბიძეც ფიგურირებს.

„ჯეონიუსი“ იტყობინება, რომ როგორც კი „ქართუ ბანკის“ ირგვლივ სიტუაცია დაიძაბა, ბუბა კიკაბიძემ ბანკის ანგარიშზე დაგროვებული სოლიდური თანხა გაიტანა და საბანკო ანგარიში დახურა.

თანხის ზუსტი ოდენობა ცნობილი არაა, მაგრამ ის კი ყველამ გაიგო, რომ ივანიშვილი კიკაბიძეს თვეში 5 ათას ლარს ურიცხავდა.

სავარაუდოდ, ბევრი ცნობილი სახე კიკაბიძის მსგავსად მოიქცევა და, ფულის დაკარგვის შიშით, ბანკიდან მთელ თანხას მოხსნის.