ირაკლი ალასანიამ კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ირაკლი ალასანიამ კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო . ირაკლი ალასანიას განცხადებით დღეს იმ იუნკერების გახსენების დღეა, რომლებმაც 1921 წელს საქართველოს დასაცავად გმირულად იბრძოლეს.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ იუნკერებს, რომლებმაც გასაბჭოების პერიოდში პირველი შემოტევა თბილისზე თავიდან ააცილეს დედაქალაქს და გმირულად შეინარჩუნეს თავისი პოზიციები. ეს არის სამაგალითო ყველა სამხედროსთვის. როდესაც ვფიქრობთ, თუ როგორი ჯარი გვინდა მომავალში, პირველ რიგში უნდა აღვზარდოთ მებრძოლი სული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღესვე ირაკლი ალასანიასთან ერთად, მემორიალთან იუნკერთა გმირობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ირაკლი სესიაშვილმა, შოთა ხაბარელმა და სხვა დეპუტატებმა. სასულიერო პირებმა პარაკლისიც გადაიხადეს.