მოხდა აღმაშფოთებელი ფაქტი - ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დააპატიმრეს ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ოპერატორი გიორგი ხაინდრავა, რომლის მოქალაქეობრივი პოზიცია, ცხოვრებისეული მრწამსი ყოველთვის სამაგალითო იყო.
უაღრესად ნიჭიერი, თავის საქმეზე შეყვარებული შემოქმედი გიორგი ხაინდრავა საქართველოს ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია და ჩვენთვის მიუღებელია იმის წარმოდგენაც კი, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
მეტიც, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგი დაპატიმრებულია უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი წესისა და ფორმის დარღვევით.
კატეგორიულად მოვითხოვთ მის განთავისუფლებას და იმ პირთა პასუხისგებაში მიცემას, ვინც ეს უკანონობა ჩაიდინა.