„ნაცების „ეროვნული მოძრაობა“ იგივეა, ვარსქენ პიტიახშს რომ დაებრალებინა - ქრისტეს მოწაფე ვარო“

„ნაცების „ეროვნული მოძრაობა“ იგივეა, ვარსქენ პიტიახშს რომ დაებრალებინა - ქრისტეს მოწაფე ვარო“

ნაციონალები უკვე მერამდენედ აანონსებენ, რომ იწყებენ ძალიან დიდ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას „ბოლშევიკური რეჟიმისა“ და „როდიონოვებისგან“ დასაცავად. ისინი იმდენად ხშირად ავლებენ პარალელს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, თითქოს ამით ცდილობენ, საზოგადოების ყური შეაჩვიონ, რომ სწორედ ნაცები არიან ეროვნულ განმათავისუფლებლები.

სინამდვილეში, ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოსულ ადამიანებს არ ახსოვთ ასეთი ეროვნული მოძრაობა, რასაც ნაციონალები გვთავაზობენ ე.წ. პოლიტიკის სახით. ამ ადამიანებისთვის გაუგებარია, რატომ უთანაბრებენ ისინი თავს ეროვნულ მოძრაობას, იმ ნათელ ადამიანებს, რომელთა პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩენასაც ეროვნული გრძნობების გამოღვიძება მოჰყვა. ნაციონალთა მხრიდან ეს ხომ არ არის თვითმარქვიობა, ეროვნულობასთან ნაძალადევი დაკავშირება?!

ეროვნული მოძრაობიდან წამოსულ ადამიანებს ვკითხეთ, რას გრძნობენ, როცა ნაცები ეროვნულ მოძრაობას უტოლებენ თავს?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მონოპოლია და ექსკლუზიურობა ეროვნულ მოძრაობასთან მიმართებით არავის აქვს, თუმცა ეროვნული მოძრაობა მიმართულია გარე საფრთხეების და გარე მტრების წინააღმდეგ, როდესაც მთელი ერი ერთიანდება დამპყრობლის წინააღმდეგ, როდესაც გარე საფრთხის წინაშე ერი თავის ეროვნულ ღირსებას იცავს, იბრძვის დამოუკიდებლობისთვის.

„დღევანდელ ვითარებაში ნაციონალების ორგანიზებით მოწყობილი საპროტესტო ტალღა შეიძლება იყოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, მოძრაობა დემოკრატიისთვის, რაც გნებავთ, ის დაირქვან, მაგრამ ეროვნული მოძრაობა თავისთავად სულ სხვა ღირებულებებს ნიშნავს. როგორც არ უნდა სურდეს ნაციონალურ ოპოზიციას, დაირქვას ეს სახელი, მეორე მხარეს ისევ ქართველი ერი დგას და არა სხვა ერი. ანუ მათებურად თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, ერის ერთი ნაწილი უპირისპირდება ერის მეორე ნაწილს. ეს რანაირი ეროვნული მოძრაობაა?!“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგის აზრით, რამდენიც არ უნდა იძახო, ეროვნული მოძრაობა ვარო, ეს ერმა უნდა მიიღოს ასე. 90-იან წლებში არც არავის გასჩენია კითხვა, რატომ იყო მაშინდელი ბრძოლა ეროვნული მოძრაობა, ეს მხოლოდ ლიდერების დამსახურება კი არ იყო, არამედ ყველა ხვდებოდა, რომ ერი იბრძოდა იმპერიის წინააღმდეგ, იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ არც არავის გასჩენია ეჭვი, იყო თუ არა იმდროინდელი ბრძოლა ეროვნული მოძრაობა. როგორც კი ეს კითხვა ჩნდება, იქ უკვე ეროვნული მოძრაობა ნაძალადევი გამოდის.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოსული ადამიანები ნაცების მიერ ეროვნულ მოძრაობასთან გაიგივებას არა მხოლოდ აპროტესტებენ, არამედ მიიჩნევენ, რომ ეს არის ნაძირლობის უკანასკნელი სტადია, ეს იგივეა, ვარსქენ პიტიახშს რომ დაებრალებინა, მე ქრისტეს მოწაფე ვარო, ან კიდევ, ილიას მკვლელს რომ ეთქვა, მე ილია ვარო.

„ესენი არიან დავითგარეჯის გამყიდველი ურჯულოები და რატომღაც მაინც გაიძახიან, ეროვნული მოძრაობა ვართო, ანუ მამულისა და რჯულისთვის თავს ვწირავთო. ამას თვითმარქვიობაც აღარ ჰქვია. ან კიდევ მეუფე პეტრე რომ ჰქვია, ნაკაცარი, ის პატრიარქს კი არ ლანძღავს, პატრიარქობას ლანძღავს და მღვდელმთავარს ირქმევს სახელად. ნაციონალებს საერთოდ რა უფლება აქვთ, სიტყვა „ეროვნული მოძრაობა“ ახსენონ?! ეს იარლიყი მიიწებეს, თვითონვე იკრავენ ეროვნული მოძრაობის იარლიყს და სხვას აწებებენ ამის საწინააღმდეგო იარლიყს, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს სულ რუსეთუმე უძახეს, თვითონ კი იძახიან, ჩვენ ქართველები ვართო, სალომე რუსეთისააო, ამ დროს პირიქითაა. სადაც ზვიადი და მერაბი იყვნენ, მელიები რომ ირქმევენ ამ ტიტულს, ეს სიბილწეა. სად მერაბი და ზვიადი, სად სააკაშვილი, ეს ხომ სირცხვილია?!“- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ზაზა ძაბირაძე მაგრად ლავირებს. იცის რომელ გაზეთს აძლევს ინტერვიუს. რუსული, აყროლებული სუნი გიდის.
3 წლის უკან
trampi სად ნაცები და სად ეროვნული მოძრაობა ?? სირცხვილია, სირცხვილი ნაცების მათთან შედარებაც კი
ნაცების ეროვნულობა შარაძის მკვლელობაშიც გადასარევად გამოჩნდა.... ძველი თაობის ეროვნულებიდან ის კაცი ფაქტიურად ბოლო იყო....
მოკლედ სად ნაცები და ...............ერეკლე და სად ყურებიანი ქუდიო
ისე კი ნეტავ და ვინმე ქართველი მართლა გამოჩნდებოდეს.....
3 წლის უკან
DDDzia პაპა!
შენ ოპტიმისტობას არ ეშვები, რა!
ვინ უნდა გამოჩნდეს, სად?
გამოჩნდება და შარაძესავით გააგორებენ 'სტრსტეგიული პარტნიორის' შნირები.
ან რომელი რევოლუციური ერი ჩვენ ვართ, რომ რამე შევცვალოთ?
მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ერთეულებია ისინი, ვინც ქვეყნის წინსვლისთვის იღწვოდა.
დავით მეოთხისა და ერეკლეს გარდა არც მახსენდება ვინმე სხვა.
3 წლის უკან
DDDzia ბმული /> ერთი ეს წაიკითხე, რა ნაბოდვარი უწერიათ.
3 წლის უკან
trampi ძია
რა ვქნა ..... მჯერა, მჯერა და აუცილებლად გამოჩნდებიან კიდეც, თუ არადა ნახავ....... ჩვენც ვნახავთ...სხვა ვარიანტი არააა
ჩვენი ისტორია აი ეგააა, ეგ ........ ერთია ხოლმე (გამოჩნდება ხოლმე), მაგრამ ,,ის,, ჩვენნაირი უტრაკოების ტვირთს ყველას ერთად აიკიდებს ხოლმე....
ის ერთი მერე ყველას ერთად გამოგვაპატიოსნებს-- გამოგვწმენდს ხოლმე....მერე ყველა ერთადაც გავმამაცდებით
..........იმ ერთს კი თვითონ ისტორია და საზოგადოება შოობს ....ეხლაც ესე იქნება .....ბოლო ბოლო ბაზალეთის ტბიდან იმ აკვანსაც ამოწევენ.....
ისე კი რა ვქნა და მეც მყავს ჩემი აითოლა ხომეინი .....ა.ბაქრაძე ხოოდა იმის ნათქვამს ვეყრდნობი....ჩვენ თუ გადასაშენებლები ვიყავით, ეს ისტორია აქამდე გადაგვაშენებდაო......და კიდევ სხვაც ბევრი რაღაცეეები........
დედას ვუტირებტ ყველას, დედას თუ არადა ნახავ.......... როგოორ? არ ვიცი,...... მაგრამ ეს რომ ეგრე იქნება ეჭვიც არ მეპარება..
აქ ათი წე;ლი ვიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი.......ეგე, ხომ მიასიქტიმეს კიდეც ის კოლუმბი.... ...მაგათ ჩქარა კიდევ უარესი მოუვათ
3 წლის უკან