ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლონდონის „ჩელსისთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი მეისონ მაუნთის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა.
„ყველაფერი იმ მომენტში მეისონ მაუნთის ინდივიდუალურმა უნარმა გადაწყვიტა. თამაში თანაბარი და დაძაბული იყო, ორივე გუნდი ბევრს მუშაობდა. ჩვენ უფრო კარგი მომენტები გვქონდა, მანეს შესანიშნავი ეპიზოდი და სხვებსაც შეეძლოთ გატანა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. დაცვაში საუკეთესო მეთოდით არ გვითამაშია, თავი სხვანაირად უნდა დავიცვათ, მრავალი განსხვავებული ნიუანსი გავითვალისწინოთ. შეცდომის გამო ერთი გოლი გავუშვით და წავაგეთ.
ვერ ვიტყვი, რომ პრობლემა მხოლოდ სახლში გვაქვს. ეს არ ეხება „ენფილდს“, ეს საერთო პრობლემაა. ჩვენ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტ სიტუაციებში, ვაჩვენოთ ჩვენი უნარები, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. სერიოზული დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის დასასრული, მომდევნო მატჩები უნდა მოვიგოთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ოთხეულში მოხვედრის საკითხი ძალზე გაირთულა. „წითლებმა“ ისტორიაში პირველად წააგეს „ენფილდ როუდზე“ ზედიზედ ხუთი შეხვედრა და შინ პრემიერლიგაში 2021 წელს საერთოდ არ მოუგიათ.