„პარნელი ოთხი კაცით შევიდა პარლამენტში და ლამის დაანგრია იქაურობა, ამათ 60 კაცი პარლამენტში ჰყავთ და თუკი წესიერი მიზნები აქვთ, ქუჩა რაღად უნდათ?“

„პარნელი ოთხი კაცით შევიდა პარლამენტში და ლამის დაანგრია იქაურობა, ამათ 60 კაცი პარლამენტში ჰყავთ და თუკი წესიერი მიზნები აქვთ, ქუჩა რაღად უნდათ?“

„ირლანდიელი პოლიტიკოსი პარნელი, რომელიც ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ოთხი კაცით შევიდა პარლამენტში და ლამის დაანგრია იქაურობა, ისეთი მაგარი იყო, ამ ოპოზიციას კი 60 კაცი ჰყავს პარლამენტში და ქუჩა რაღად უნდათ?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

შეუძლებელია, ოპოზიციას არ სცოდნოდა, რომ მსგავსი საპროტესტო აქციებითა და „თავისუფლების მარშებით“ ხალხის მუხტს ვერ ასწევდნენ, რადგან ბოლო პერიოდის მოვლენებში ხალხი არსად ჩანდა ნაციონალების მხარდასაჭერად, ჩანდნენ მხოლოდ მათი აქტივისტები. ამდენად, საინტერესოა, ვისთვის არის თებერვალ-მარტის საპროტესტო აქციები გათვლილი - უცხოელებზე, თუ ნაციონალების ადგილობრივ მხარდამჭერებზე?

- ნაცები იქადნებიან, მაგრამ ძალა არ აქვთ. ექსტრემიზმის მომხრე ჩვენი ხალხი არაა. ხალხს შესაძლოა, ამ ხელისუფლების ალტერნატივა სჭირდება, მაგრამ არა ექსტრემიზმი. ამიტომ ნაციონალები აბსოლუტურად ხელოვნურ ესკალაციას ქმნიან, ჩვენს ქვეყანაში არ არის რომელიმე სოციალური ფენა, ჯგუფი, ან კლასი, რომელიც ამ აქციების მხარდამჭერი იქნება. სოციალური ბაზისი არ აქვს მათ აქციებს. ერთადერთი, ეს აქციები რისთვისაც ეწყობა, არის პროპაგანდა და მედიატერორი. მედია ისედაც ტერორიზებულია და დიდწილად ოკუპირებულია მათ მიერ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ეს საპროტესტო აქციები უცხოელებზეცაა გათვლილი, ასევე, გათვლილია შიდა მოხმარებაზეც. ხელისუფლების დამხობა როცა უნდათ, ამისთვის ადამიანთა გარკვეული მასაა საჭირო, დღეს კი არ არის ასე, ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, ნაციონალები დიდი ხანია, ამას ცდილობენ. მაგალითად, 20 ივნისს პროტესტი ნამდვილად იყო, მე ვერ ვიტყოდი, რომ 20 ივნისს რაიმე რაციონალური მოხდა, ეს უფრო ემოციებზე იყო აგებული, უფრო აფექტური მდგომარეობა იყო. რახან გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ეს არ ნიშნავს საქართველოს ოკუპაციას, საბოლოოდ მიხვდნენ ადამიანები ამას, ამ ემოციამ გაიარა, ცხადია, შეურაცხყოფილები იყვნენ ოკუპანტის საქციელის გამო, მაგრამ გაბრაზებამ გადავლა იცის, არ შეიძლება, მუდმივად გაბრაზებული იყო, სიბრაზის შემდეგ დაცხრა ემოციები. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ 20-21 ივნისის შტურმის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეყვანა სამართლებრივ დასასრულამდე, ანუ უნდა დაეხურათ ეს საქმე უსწრაფესად. სახელმწიფო სუსტია, როცა ის ვერ ახერხებს და დიდი ხანი სჭირდება ამგვარი საქმეების გამოძიებას. ორი წელია, ვერ დახურეს ეს საქმე, არადა, ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ, ეფექტურ მართლმსაჯულებას, რათა ამან არ მიიღოს დესტრუქციული წახალისების ტენდენცია. დაუსჯელობის შეგრძნება რაკი გაჩნდა, პარლამენტის შტურმი ნაცებს, პრაქტიკულად, შერჩათ. ის კი არა, მელიამ ლამის გმირის სახელი მოიპოვა პარტიულ მომხრეებში, ამით დივიდენდი მიიღო. ცხადია, სახელმწიფოს ეს არ უნდა დაეშვა. პრობლემა ის კი არ არის, მელია ახლა რომ დააპატიმრეს, არამედ პრობლემა ისაა, რატომ არ დააპატიმრეს თავის დროზე და აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე, რატომ არ არის ის ბრალდებული.

ხომ არ ფიქრობთ, ნაციონალებს ძალით ჰყავთ მელია ციხეში ჩასმული, რათა დუღილის ტემპერატურა ასწიონ?

- ბიჭო, არ სწევს მელია ამ ტემპერატურას, ღრმად ვარ დარწმუნებული, მოსახლეობის 3/4 -მა ძალიან კარგად იცის, რომ მელია სისხლის სამართლის დამნაშავეა, თანაც, ბოროტი დამნაშავე. პარლამენტის შტურმის ორგანიზება მთელი საქართველოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული სამხილების მოპოვება, სწორედ პარლამენტის შენობის შტურმიდან დაიწყო ექსტრემიზმი ოპოზიციის მხრიდან და უკვე სხვა ფორმაში გადაიზარდა. ეს არის დროში გაწელილი ერთგვარი ამბოხი, ბუნტი, რევოლუცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობაა. მელიას ამაზე ბრალი არ აქვს წარდგენილი, რადგან შესაძლოა, მოსაპოვებელია ამის მტკიცებულება, რომ ეს წინასწარი შეთქმულება იყო და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას, მაგრამ უდავოა, ზედაპირზე დევს და არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება მასობრივი არეულობის ორგანიზებას, რაზეც მელიას ბრალი აქვს წაყენებული, პროკურატურას არ სჭირდება შრომა და გარჯა, რადგან ყველა სამხილი ტელევიზიით ვიხილეთ. ახლა ეს საქმე გაიწელა, მიდის დავა იმაზე - გირაო თუ პატიმრობა? ასეთი დანაშაულისთვის, რომელიც განგრძობადია თავისი არსით, სასჯელი უნდა არსებობდეს. მელია რომ გარეთ არის, ის აგრძელებს არეულობას, ნელ-ნელა ეს ამბოხებაში გადადის. რასაკვირველია, ასეთ დროს პროკურატურის ვალდებულებაა, დანაშაული სწრაფად აღკვეთოს. ამ უმძიმესმა დანაშაულმა საქართველო კალაპოტიდან ამოაგდო, წელიწადნახევარზე მეტია, სიგიჟის რეჟიმში ვცხოვრობთ, ეს ანომალიური მდგომარეობაა, ადამიანებს არ აცლიან შრომას, რომ ხალხმა უკეთესად იცხოვროს, ყველა მისჩერებია ტელევიზორს, სანახაობას.

ნაციონალების მცირერიცხოვანი აქციების შემხედვარე, ბევრს უჩნდება კითხვა, საიდან ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი არჩევნებზე, თუკი საპროტესტოდ ხალხს ვერ აგროვებენ?

- ეს სრულიად მარტივი ქცევის ლოგიკაა. როცა პოლიტიკური ვითარება პოლარიზებულია და ორი პოლუსია - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, ასეთ დროს ამომრჩეველი, უმეტესწილად, ხმას აძლევს ვიღაცის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები მეორე პოლუსმა მიიზიდა, რადგან ყველაზე მკვეთრები ეგენი არიან. ზოგადად, პოლარიზებულ ვითარებაში ამომრჩეველს ორი ფერის გარჩევა შეუძლია - თეთრის და შავის. ის, ვინც ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ყველა კი არ გაჰყვება მას, თან კი არ გადაყვება „ნაცმოძრაობას“, უბრალოდ, მათ ხმა მისცეს „ოცნების“ წინააღმდეგ და, რადგან დაინახეს, რომ ყველაზე მკვეთრად ამ განწყობას გამოხატავდა „ნაცმოძრაობა“, მათ მიემხრნენ. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა საქართველოს ისტორიაში. პირველი დემოკრატიული არჩევნების დროს „მრგვალი მაგიდის“ ძალიან დიდი პროცენტი სწორედ ამის შედეგი იყო, ქართველმა ამომრჩეველმა სპექტრი ვერ გაარჩია და ხმა მისცა ყველაზე მკვეთრ, ყველაზე მკაფიოდ აქცენტირებულ ძალას.

მაგრამ იქ ზვიადი იყო, აქ კი მელია?

- სხვათა შორის, ზვიადისთვისაც ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, თავიდან არც მოეწონა, რადგან მთელი პასუხისმგებლობა მას აწვებოდა, უნდოდა, ეს პასუხისმგებლობა სხვებზეც გადანაწილებულიყო. დღევანდელ ვითარებაში კი ბევრი აცხადებს პრეტენზიას, მესამე ძალა ვარო, მაგრამ ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებს, რადგან პირდაპირ ასოცირდებიან ერთიან „ნაცმოძრაობასთან“, თანაც უხარისხო „ნაცმოძრაობასთან“. ამომრჩეველი ხედავს, რომ ესენიც ნაცები არიან, ოღონდ უხარისხო ნაცები, შმაცები და, ცხადია, რაც ხარისხიანია, ამომრჩეველი იმას გაჰყვება.

წესით, ოპოზიციის ლიდერებს ხომ უნდა დაენახათ, რომ საპროტესტო მუხტი პირველ აქციაზე არ იყო. რის იმედად აპირებენ კარვების გაშლას, პიკეტირებას?

- ეგ თქვა ზუსტად გვარამიამ, რომ ფაქტი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია აღქმა. მათთვის ის კი არაა მნიშვნელოვანი, რამდენი ადამიანი მივა აქციაზე, არამედ რამდენი ხმაური ატყდება. მაგათი ტელევიზიები ახლა ისე წარმოაჩენენ, თითქოს აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა. მათ 60 მანდატი აქვთ. ეს რომ იყოს ნამდვილი ოპოზიცია, 60 მანდატით მთელი პარლამენტის ხელში აღება შეიძლებოდა. შენ თუ იქნები უკეთესად მოტივირებული, გონიერი პროგრამულად, იდეებით, მისწრაფებებით, ამ 60 მანდატით სრულიად მარტივად შეიძლება დაშალო „ქართული ოცნება“, რომელიც არც ისე მყარი გაერთიანებაა და ცოტა ხანში უმრავლესობა შენ თვითონ გახდე. ხომ ვნახეთ, წინა პარლამენტში „ქართული ოცნება“ ლამის არაფრის გამო დაიშალა. აქ „დაიშალა“ პირობითი სიტყვაა, უბრალოდ, „ოცნებიდან“ დიდი ნაწილი გავიდა. შენ თუ ასეთი მაგარი ხარ და შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო, 60 დეპუტატი უზარმაზარი ძალა და იშვიათი შესაძლებლობაა საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ცნობილი ამბავია, ირლანდიელი პოლიტიკოსი პარნელი, რომელიც ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და მოგვიანებით მოკლეს ისე, როგორც ჩვენ ილია მოვკალით, ოთხი კაცით შევიდა პარლამენტში და ლამის დაანგრია იქაურობა, ისეთი მაგარი იყო. ამათ კი 60 კაცი პარლამენტში ჰყავთ და ქუჩა რაღად უნდათ? თუკი წესიერი მიზნები აქვთ, თუ უკეთესობისთვის იბრძვიან და მართალი ჰგონიათ თავი, 60 მართალი კაცის გამოყენებაზე რატომ ამბობენ უარს? სამაგიეროდ, უნდათ დამხობა, ავაზაკები არიან და იმიტომ. კარებიდან კი არ შედიან, საიდანაც უნდა შევიდეს ნორმალური ადამიანი, არამედ, როგორც მპარავი ავაზაკები ფანჯარას ამტვრევენ და იქიდან შემოდიან. ასე რომ, საქართველოს ახლა ორი არჩევანი აქვს - ან ნორმალურობა, ან არანორმალურობა.

ლილი დოღონაძე შე "კაი კაცო" ირლანდიის პარლამენტს და ამ მონათა ხროვას (ძირითადად) ადარებ ერთმანეთს? 60 პარნელი რომ დაუსვა ამათ მაინც იმას დააჭერენ ღილაკს რასაც ვაცაფით უკარნახებენ. ამიტომ ასეთ ყლეობა შედარებებს ნუ აკეთბთ. რაც შეეხება for.ge-ს ასეთ ყლეობა სტატიებს ნუ აქვეყნებთ. მადლობა ყურადღებისთვის
1 თვის უკან