ნოდარ ჯავახიშვილი პოლიტიკიდან მიდის

ნოდარ ჯავახიშვილი პოლიტიკიდან მიდის

ნოდარ ჯავახიშვილი პოლიტიკიდან მიდის და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

„დამარცხებისთვის განწირულ ნაბიჯს არ გადავდგამ. ჩემს უკან არცერთი პოლიტიკური ძალა აღარ დგას“ - აცხადებს იგი.

რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატობას, მშობლიური სიღნაღის რაიონში გამარჯვების იმედი ჯავახიშვილს არ აქვს.

„არჩევნებში მონაწილეობას ისეთი ფიგურები აპირებენ, რომლებსაც მთელი ქიზიყის ყიდვა შეუძლიათ.

პირადად მე კი დანაშაულებრივი ძალების გვერდზე არ დავდგები“ - განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.