ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა

ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა

ქართული დელეგაცია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით , ირაკლი ალასანია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან, ასევე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან და ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.

დაგეგმილია შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.