თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანური შეკრება დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მარბელიაში ბოლო ტესტ-მატჩი გიბრალტარის „ლინკოლნის“ წინააღმდეგ გამართა.
თბილისურმა კლუბმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ მეტოქის ძლევა მაინც მოახერხა. გოლები ჭიაბრიშვილმა, სამურკასოვმა და გავაშელიშვილმა გაიტანეს.
თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანეთში რამდენიმე სპარინგი ჩაატარა, მათ შორის, რუსული კლუბების, „როსტოვის“, „კრასნოდარისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ. სწორედ „ლოკომოტივს“ თბილისელებმა 4:0 აჯობეს, თუმცა რუსული კლუბი მოედანზე მეორე გუნდით იყო.