ვენგერი:

ვენგერი: "შეგვეძლო მბაპე "არსენალში" უფასოდ გადაგვეყვანა"

ლონდონის „არსენალს“ კილიან მბაპეს უფასოდ დამატება შეეძლო. ამის შესახებ არსენ ვენგერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მსგავი ისტორიები ყველა კლუბში არსებობს.

„მე მის სახლში ვიყავი, როდესაც ის წყვეტდა განაახლებდა თუ არა კონტრაქტს „მონაკოსთან“. შეეძლო „არსენალში“ უფასოდ გადმოსულიყო. ვფიქრობ, რომ მსგავსი ისტორიები ყველა გუნდში არსებობს, „მილანში“, „მანჩესტერში“ „არსენალში“, „ჩელსიში“ - ასეთი ამბავი ყველგან ხდება“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე თავდაპირველად პსჟ-ში იჯარით გადავიდა, რის შედეგადაც ის ფრანგულმა გუნდმა გამოისყიდა და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა.