ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2021 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის” შემადგენლობები გამოაქვეყნა.
გუნდების კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი იქნებიან. ეს კალათბურთელები პირველ პოზიციებზე გულშემატკივრებმა დაასახელეს, თავად ჯეიმსი და დურანტი კი, გუნდების სრულად დაკომპლექტებას სპეციალურ დრაფტზე მოახდენენ, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება.
მოთამაშეები ქომაგების, ლიგის მოქმედი კალათბურთელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად შეირჩა.
დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო ხუთეულში ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) და კავაი ლეონარდი (კლიპერსი) მოხვდნენ, აღმოსავლეთ კონფერენციას კი კევინ დურანტი, იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) და კაირი ირვინგი (ბრუკლინი) წარმოადგენენ.
„ოლ სტარი” 7 მარტს ატლანტის სტეიტ ფარმ არენაზე შედგება წელს ღონისძიებები ორის ნაცვლად ერთ დღეს ჩატარდება პანდემიის გამო.