ვენგერი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წინააღმდეგია

ვენგერი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წინააღმდეგია

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ამჟამდ კი ფიფას ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არსენ ვენგერმა, ჩემპიონთა ლიგის შეთავაზებული ახალი ფორმატი გააკრიტიკა.

„უბრალოდ და ალალად ვიტყვი: კლუბებს ყოველთვის უნდათ მეტი ფული. ამისათვის საჭიროა მეტი მატჩების გამართვა, რომლებიც გარანტირებულად ჩატარდება. გულშემატკივრბეს კი მეტი საინტერსო შეხვედრების ნახვა სურთ. ამიტომ კომპრომისი უნდა გამოიძებნოს.

ახლო მომავალში სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს ფასეულობებისთვის. მაგალითად პირადად მე, საერთოდ არ მომწონს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, რომლის პროექტიც ახლახან შემოგვთავაზეს.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს beIN Sports.

ახალი პროექტის მიხედვით, გუნდები ჯგუფებში აღარ გადანაწილდებიან. ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება. ყოველი კლუბი მინიმუმ 10 შეხვედრას ჩაატარებს (5 შინ, 5 -- სტუმრად). გამორიცხული არ არის, მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზარდოს.