ზურა ყიფშიძე:
„გააჩნია, ვინ როგორ გაფასებს. შეიძლება მეწარმემ 100 ლარი გადაგიხადოს, შეიძლება 1000 ან - სულაც არაფერი (მაგალითად, ერთ-ერთ რეკლამაში ამ ბოლო დროს 200 ლარი ავიღე).
მსახიობების მონაწილეობა სარეკლამო რგოლებში სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ძალიან მოსწონთ ეს პროდუქცია.
არაყ „საშას“ როდესაც ვუკეთებდი რეკლამას, თან თვალს გიკრავდით, თუ გახსოვთ...
ჩვენმა ლამაზ ბოთლებში ჩასხმულმა არყებმა ინტოქსიკაცია იცის. რა სჯობს სუფთა ქართულ ღვინოს. მივაწვეთ ქართულ ღვინოს და „პახმელიაზე“ ბორჯომით გამოვიდეთ!“ - მოგვიწოდა შესანიშნავმა მსახიობმა, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ თითქმის ანტირეკლამა გაუკეთა ერთ დროს რეკლამირებულ პროდუქციას.