გიორგი ჩაკვეტაძემ

გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" მეორე გუნდში ითამაშა და გოლიც გაიტანა

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა. ქართველმა შემტევმა დიდი ხნის შემდეგ ითამაშა, ოღონდ „გენტის“ 21-წლამდე გუნდში „მუსკრონის“ წინააღმდეგ და გოლიც გაიტანა.

„გენტის“ მეორე გუნდმა ეს თამაში არასაფეხბურთო ანგარიშით 9:2 მოიგო, ხოლო ჩაკვეტაძემ თავის გამოჩენა პენალტით მოახერხა.

21 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, ოფიციალურ თამაშში ბოლოს მონაწილეობა ოქტომბერში მიიღო, ხოლო დეკემბერში ერთხელ ამხანაგურ შეხვედრაში იყო მინდორზე. „გენტის“ მეორე გუნდში გამოჩენა ნიშნავს, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი უკეთ მიმდინარეობს და ალბათ, მალე პირველ გუნდშიც მიეცემა თამაშის შანსი.