ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „გოლდენ იგლსი“ დაძაბულ ბრძოლაში 57:51 დაამარცხა, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
მამუკელაშვილმა 37 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან მხოლოდ 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 9 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში 12 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრაში მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 18 თებერვალს, „დეპოლს“ დაუპირისპირდებიან.