"რუბინის" დირექტორი: "ვიცით, რომ ხვიჩას შემცვლელი უკვე უნდა ვიპოვოთ"

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გამოცემა Championat-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ვრცლად ისაუბრა. სხვათა შორის, სრული ინტერვიუს გამოქვეყნებამდე გამოცემამ ანონსის სახით ერთი მონაკვეთი გამოამზეურა, რომელშიც სწორედ კვარაცხელიაზე და კონკრეტულად მის სატრანსფერო ფასზე საუბრობდა და ეს ნაწილი უკვე შემოგთავაზეთ.

ამჯერად კი სრული ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ხვიჩას შესახებ ვრცლად არის საუბარი. საიმანოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხვიჩას თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ, მაგრამ კარგად ესმით, რომ ეს დრო შორს არ არის და ამიტომ, მისი შემცვლელი უნდა მოამზადონ.

კვარაცხელია დღესრუბინისყველაზე ღირებული აქტივია?

- ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა მთელ ჩვენს ჩემპიონატში. ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და ყოველდღე პროგრესირებს, იზრდება და იწყებს ზრდასრული ფეხბურთის თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად „ნიჟნი ნოვგოროდთან“ სპარინგში ჩანს ბურთისადმი მისი ახალგაზრდული სიყვარული, რაზეც სლუცკიმ ისაუბრა. სინამდვილეში, ჩვენ ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს - მაკაროვი, სამოშნიკოვი, ურემოვიჩი, სტარფელტი... მათ შორის, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ხვიჩაა.

Transfermarkt- მას 10 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ალბათ, თქვენ ამ ფასად ნამდვილად არ შეელევით?

- რა თქმა უნდა, არა. „კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო? ეს სალაპარაკოც არ არის. Transfermarkt-ზე მეც შემიძლია ფეხბურთელის ფასი დავდო და ის 25 მილიონი ეღირება. რა არის აქ საორიენტაციო? დაახლოებით გვესმის რამდენი შეიძლება ღირდეს ასეთი ფეხბურთელი, არა? რა არის 10? გაირეთ, 10 ვინმე სხვაში გადაიხადეთ. მე მსურდა ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა, ვინ არის, არ ვიტყვი, ჩემი კოლეგები რომ არ გავცე. მათ მითხრეს - 8 მილიონი ევრო. ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც შეცვლებზე თამაშობს! დიახ, ის ერთ-ერთი ლიდერი კლუბიდანაა, მაგრამ 8 მილიონი ევრო?! ხვიჩა მას ყველა ასპექტში რამდენჯერმე აღემატება.

ხვიჩაზე წინადადებები უკვე მიიღეთ?

- განხილვა მიმდინარეობს, ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ კლუბს ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

დორტმუნდმაუკვე მოამზადა ნიადაგი?

- შეიძლება დაინტერესდეს. იმდენ რამეს მეუბნებიან, რომ ჭორებზე რეაგირება აღარ მაქვს. იქნება ოფიციალური შეთავაზებები, გარკვეული სახის კონტაქტები - ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი მომხდარა.

რა არის ამჟამადრუბინისტრანსფერების დაგეგმვის, კოორდინაციისა და განხორცილების მექანიზმი?

- ერთად ვაანალიზებთ ჩვენი გუნდის თამაშს, მუდმივად ვუყურებთ პოზიციებს, რომელთა გაუმჯობესება შეგვიძლია. არსებობს განვითარების სტრატეგია, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით. პირობითად - ხვიჩა კვარაცხელია. კარგი, ბრწყინვალე მოთამაშე. ვხვდებით, რომ შემოთავაზება ალბათ მალე იქნება და საჭიროა მისი შემცვლელი მოვამზადოთ. ყველა ერთად, სელექციის განყოფილება, სპორტული დირექტორი, სამწვრთნელო შტაბი ამ საკითხს განვიხილავთ. კანდიდატები უკვე სიაში გვყავს, ვაკვირდებით და ვიწყებთ მოლაპარაკებებს. ეს მიმდინარე პროცესია.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას აქამდე არაერთ გუნდს უკავშირებდნენ. 19 წლის ქართველ შემტევს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.

ხვიჩა ამჟამად თურქეთშია და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება, კარგ ფორმაშიცაა - სპარინგებში უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა და ორჯერ დუბლი შეასრულა. კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.