„იუვენტუსის“ პრეზიდენტი სამართალდამცველებმა დაკითხეს

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი სამართალდამცველებმა დაკითხეს

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი სამართალდამცველებმა დაკითხეს. ამის შესახებ ინფორმაციას Italy24News-ი ავრცელებს.

პერუჯას პროკურატურაში, ანდრეას კითხვებზე პასუხების გაცემა, როგორც ინფორმირებულ პირს ლუის სუარესის საქმესთან დაკავშირებით მოუწია. ურუგვაელ ფეხბურთელსა და ტურინის კლუბის ხელმძღვანელებს ბრალად 2020 წლის ზაფხულში იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების დროს პასუხების გაყალბება ედებათ.

სუარესს გამოცდის ჩაბარება ამ ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად სჭირდებოდა, რის შემდეგაც ის „იუვეში“ გადასვლის შემთხვევაში არაევროკავშირელის სტატუსით აღარ იქნებოდა. პერუჯას პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა გრძელდება და გამოძიება დასკვნას სავარაუდოდ უახლოეს თვეებში დადებს.