„ბარსელონას“ საშინაო სტადიონი „კამპ ნოუ“ შესაძლოა, კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გახდეს. ინფორმაციას Esport3 ავრცელებს.
წყაროს თანახად, რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტს სურს მოამზადოს საფეხბურთო კლუბის სტადიონი ვაქცინის სრულყოფამდე სამედიცინო მოთხოვნების დასაკმაყოფილებად.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ უკვე განიხილა ეს საკითხი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს.
გარდა ამისა, გადაწყვეტილა კლუბის ახალმა პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელმაც 7 მარტს აირჩევენ.