ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის სივრცითი დეზორიენტაცია გახდა. ამის შესახებ აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს (NTSB) მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები მეტყველებს.
მოკვლევით დადგინდა, რომ ვერტმფრენი ღრუბლებში მიფრინავდა, რაც ვიზუალური ფრენის წესების დარღვევაა, ვინაიდან პილოტი ვერ ხედავდა, თუ რა მიმართულებით მიფრინავდა ვერტმფრენი.
მანამდე სპეციალურად შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ვერტმფრენის ნაწილების შესწავლამ გაუმართაობის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.
ავიაკატასტროფა 2020 წლის 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასის მთებში მოხდა. ბრაიანტსა და მის 13 წლის ქალიშვილთან ერთად თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი შვიდი ადამიანიც გარდაიცვალა.