არგენტინის პროკურატურას ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში 3 ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმის ახალი ფიგურანტები არიან: ფსიქოლოგი კარლოს დიასი, რომელიც მარადონას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ატარებდა სეანსებს და მედდები დიანა მადრიდი და რიკარდო ალმირონი. მათ გულგრილობაში ადანაშაულებენ.
გამოძიება მარადონას გარდაცვალების ფაქტზე ნოემბრის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ რაც ფეხბურთელის ქალიშვილებს მისი მკურნალი ექიმის, ლეოპოლდ ლუკეს კვალიფიკაციაში შეეპარათ ეჭვი. ლუკე საქმეში პირველი ეჭვმიტანილი გახდა, შემდეგ გამოძიების ფიგურანტი ფსიქიატრი აუგუსტინა კოსაჩოვიც გახდა.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ფეხბურთელი 60 წლის იყო.