ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკლუბო კარიერაში მე-500 საიუბილეო გოლი „კროტონესთან“ შეხვედრაში გაიტანა. 39 წლის შვედმა ფორვარდმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა, შესვენების შემდეგ კი დუბლი შეასრულა და 501-ე ბურთიც გაიტანა.
21-ე საუკუნეში იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა. მეოთხე პოზიციაზე კი 462 გოლით რობერტ ლევანდოვსკია.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში შვედის ანგარიშზე უკვე 14 ბურთია და ბომბარდირთა დავის ლიდერს რონალდუს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება.