პიოლი:

პიოლი: "ზლატანმა თამაში უნდა გააგრძელოს და თანაც, "მილანში"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „კროტონესთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც საოცარ ფორმაშია. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, შვედმა გუნდთან კონტრაქტი უნდა გააგრძელოს და კარიერის დასრულება ჯერ ადრეა.

„იბრა ნამდვილი ჩემპიონია, რთულია გაკვირვების დამალვა, როდესაც ნახავთ, როგორ ვარჯიშობს. როდესაც კარგად არის და შეუძლია თამაში, თითქმის ყოველთვის ორ გოლს იტანს. გუნდს ძალიან ეხმარება გაზრდაში. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება თუ ის კარიერას გააგრძელებს და ამას კონკრეტულად „მილანში“ გააკეთებს. ის ზურნავს თავის ფიზიკაზე, სხეულზე. ამ დონეზე ასასვლელად განსაკუთრებული პროფესიონალი უნდა იყო. ოდესმე გინახავთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდა? აბსოლუტურად არა.

რაც შეეხება სეზონს, გადამწყვეტი მატჩები მომავალში იქნება. სატურნირო ცხრილში ოდნავ გაჩნდა სხვაობა გუნდებს შორის, მაგრამ მჯერა, რომ ბევრი გუნდი იბრძოლებს გამარჯვებისთვის და ოთხეულში მოსახვედრად. ჩვენ სწორი მენტალიტეტი გვაქვს“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს 11 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება (16 გოლი). შვედმა „კროტონესთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და საკლუბო კარიერაში მე-500 და 501-ე გოლები გაიტანა. მას „მილანთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.