იტალიურ „ნაპოლიში“ კორონავირუსი გავრცელდა და ორ ფეხბურთელს დადებითი ტესტი აღმოაჩნდა. კალიდუ კულიბალი და ფაუზი გულამი უახლოეს პერიოდში იუქმებენ.
თუ გულამი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, კულიბალი გუნდის ლიდერია და ჯენარო გატუზოსთვის ეს ნამდვილად საფიქრალია. მითუმეტეს, რომ „ნაპოლის“ საკმაოდ რთული და მჭიდრო კალენდარი აქვს.
ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია და ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნებათ. თავის მხრივ, კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი, რომელმაც იზოლაციაში ორ კვირაზე მეტი გაატარა.