ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ეტაპის 23-ე ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა“ „პელიკანსთან“ 113:114 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ 19 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
12 მოგებითა და 11 წაგებით „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ინდიანა“ 7 თებერვალს, „იუტა ჯაზთან“ გამართავს.