ბრაზილიელი ნახევარმცველი ემერსონ კარიოკი უღირსი საქციელის გამო დასაჯეს.
25 წლის ფეხბურთელი მომდევნო 8 შეხვედრას გამოტოვებს. ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მას დეკემბერში მომხდარი ინციდენტის გამო მისცეს. გოლის გატანის შემდეგ ის მოწინააღმდეგე გუნდის სათადარიგოთა სკამთან მიიჭრა, საცვალი ჩაიწია და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გენიტალიები აჩვენა, რასაც სტადიონზე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
კარიოკამ კლუბი შეიცვალა და „სამპაიო კორეადან“, „პორტუგეზში“ გადავიდა, თუმცა დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩა.