პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბოლო ათწლეულში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის (IFFHS) დოკუმენტშია ნათქვამი.
რეიტინგი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მეორე ადგილზეა მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველი სერხიო რამოსი. მესამე პოზიციაზეა მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი.