პარლამენტარმა მევალე გალახა

პარლამენტარმა მევალე გალახა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ბეჟან ხურციძემ 31 აგვისტოს სოფელ სალხინოში 28 წლის გურამ ხარბეიშვილი სცემა.

ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ხარბეიშვილს ქალა-ტვინის ტრავმა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აქვს მიღებული.

როგორც ვანის რაიონის პოლიციის უფროსმა ბადრი დვალიშვილმა განაცხადა, ამჟამად პოლიცია მოკვლეული მასალების საფუძველზე მომზადებულ დასკვნას ელის, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ბეჟან ხურციძე ხარბეიშვილისგან ვალის სახით 500 დოლარს ითხოვდა, თუმცა დაზარალებული პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებში ვალის არსებობას უარყოფს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას ვანის პოლიცია აწარმოებს.