გოგა ბითაძემ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

გოგა ბითაძემ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

გოგა ბითაძემ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. „ინდიანა" „შარლოტთან" 3-ქულიანი სხვაობით, 105:108 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთში ოთხიდან ოთხი 2-ქულიანი გამოიყენა და ორ შემთხვევაში ბურთი საკუთარი ფარიდან მოხსნა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „პეისერსის" ლიეტუველი ლეგიონერი დომანტას საბონისი დასახელდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მომდევნო შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები 1 თებერვალს, „ფილადელფია სიქსერსთან" გამართავენ.