საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „მარსელის“ ფანებმა კლუბის პრეზიდენტის, ჟაკ-ანრი ეიროს გადადგომის მოთხოვნით მასობრივი არეულობები მოაწყვეს.
რამდენიმე ასეული გულშემატკივარი კლუბის ბაზას დაესხა თავს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობებს პეტარდები დაუშინეს.
პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა და 25-მდე აქტივისტი დააპატიმრა. თავდასხმის შედეგად დაშავდა მარსელის ფეხბურთელი ალვარო გონსალესი. მომხდარის გამო „მარსელისა“ და „რენის“ შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.