მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს

მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს

მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

53 წლის სპეციალისტი იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში „ჯალოროსის“ სპორტულ დირექტორთან ტიაგო პინტოსთან ერთად შენიშნეს, რის გამოც მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ფაზაშია და ალეგრი პაულო ფონსეკას ჩაანაცვლებს.

ფონსეკა ბოლო პერიოდია გუნდში არსებულ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. ის ღიად დაუპირისპირდა „რომას“ საუკეთესო ბომბარდირს, ედინ ჯეკოს და კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.

ალეგრი ბოლოს „იუვენტუსს“ ხელმძღვანელობდა და ტურინელებს 5-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი მოაგებინა.