შოთა არველაძეს ამ ეტაპზე თურქეთის სამი კლუბიდან და რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ნაკრებიდან აქვს შეთავაზებები, თუმცა ის გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამის შესახებ მან „აიაქსის" გულშემატკივართა ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა აღიარა, რომ ამ ეტაპზე თურქეთის სამი კლუბიდან და რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ნაკრებიდან საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და საუკეთესო ვარიანტს სერიოზულად დაფიქრების შემდეგ შეარჩევს.
კითხვაზე, იწვევენ თუ არა მას ნიდერლანდების კლუბები, არველაძემ განაცხადა, რომ ადრე ჰქონდა შეთავაზებები „ვიტესიდან“ და „ალკმაარიდან“, თუმცა მაშინ „ფახთაქორთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ვერ მიატოვებდა, ახლა კი ერედივიზიონის ერთი გუნდის მხრიდან არის დაინტერესება.
შოთა და არჩილ არველაძეები ტაშკენტის „ფახთაქორიდან“ რამდენიმე კვირის წინ წამოვიდნენ. უზბეკეთის საფეხბურთო გრანდში მუშაობის სამწლიან პერიოდში მათ ყველა საკლუბო ტიტული მოიგეს.