მამუკა მდინარაძე: საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის

მამუკა მდინარაძე: საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის

ქვეყნის შიგნით ნუ აირჩევენ კონკრეტული ადამიანები დაცვის სტრატეგიად, რომ დავით გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის, ეს იქნება მოღალატეობრივი საქციელი, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, შეთანხმებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის დასტურდება, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო სადავო, საქართველოს ტერიტორიაა.

„კონკრეტული მტკიცებულებებით, შეთანხმებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის დასტურდება, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო სადავო, არის საქართველოს ტერიტორია და ამასთან დაკავშირებით ჩვენს მეგობრებთან, აზერბაიჯანლებთან მოლაპარაკებები გვექნება და ამ საკითხზე დავლაგდებით ორივე მხარის საერთო მოლაპარაკებით და ამ საკითხზე ბევრს არ ვიდავებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.